Sunday, April 18, 2010

Les jeunes français et géorgiens



 პროექტის სახელი: Les jeunes français et géorgiens

  პროექტის მოკლე არწერა:

+ ინფორმაციის მოპოვება ფრანგი ახალგაზრდების ცხოვრების შესახებ.

პროექტის სრული აღწერა:

+ ინტერნეტით ან სხვა ინფორმაციული წყაროებით (წიგნი, გაზეთი, ჟურანალი) მასალის მოპოვება. პროექტი აქტუალურია ფრანგული ენის უკეთ შესწავლის მიზნით. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებს ლექსიკური და გრამატიკული ცოდნის უნარ-ჩვევების დაუფლებაში.
+ პროექტი ეხება ცხოვრებისეულ საკითხებს, თუ სად და როგორ ატარებენ ფრანგი ახლგაზრდები დროს (ოჯახი, სკოლა, სპორტი, მუსიკა, დასასვენებელი ადგილები და ა.შ.)

მონაწილეთა ასაკი: 14-17 წ., VIII -XI კლ.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები:

+ შეიქმნება მოსწავლეთა ჯგუფები, (ან მსურველი ინდივიდები) რომლებიც მოიპოვებენ მასალას სხადასხვა ინფორმაციული წყაროებით, (ინტერნეტი, გაზეთი, ჟურნალი, წიგნი) რომელთა თარგმნა მოხდება ფრანგულიდან ქართულ ან ქართულიდან ფრანგულ ენაზე, რაც ხელს შეუწყობს ლექსიკის გამდიდრებას და ენის ათვისებას.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

+ განხორციელებული პროექტის შედეგად შეიძლება შეიქმნას ინტერნეტ ვებ გვერდი, ფოტო ალბომი, გაზეთი.
+ პროექტს შეიძლება გამოეხმაუროს სხვა სკოლის მოსწავლეებიც.

სამუშაო ენა: ქართული, ფრანგული

საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

+ პროექტი პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.
+ მოსწავლეები სხავ საგნებიდან (ქართული, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება) მიღებულ ცოდნას უკავშირებენ პროექტს.
+ ისტ–ის გამოყენება

პროექტის ფასილიტატორი: ფატი შალამბერიძე

No comments:

Post a Comment